პირველად საქართველოში, უძრავი ქონების ბროკერის პროფესიული კურსი იწყება

პროფესია – ბროკერი, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ერთერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადია, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. სწორედ ამიტომ,უძრავი ქონების სააგენტო „MYCLIENT.GE“-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან, იურიდიულ კომპანია “OK & CG”-თან, „შეფასების სახლთან“, „მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლასთან“ ერთად, უპრეცედენტო სასწავლო კურსს ჩაუყარა საფუძველი. კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ უძრავი ქონების ბროკერის პროფესიას და გახდნენ პირველი სერტიფიცირებული უძრავი ქონების აგენტები საქართველოში.
„უძრავი ქონების ბაზარი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის ბუმია.მოქალაქეები, ინვესტორები მუდმივად სანდო უძრავი ქონების აგენტების ძიებაში არიან,რათა არ შეცდნენ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დროს. სამწუხაროდ, საქართველოს ცუდი პრაქტიკა აქვს ამ კუთხით, ქუჩაში ჯერ კიდევ მრავლად ნახავთ ე.წ მაკლერებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ნაკლებად კვალიფიციურნი არიან და სერვისის სათანადოდ გაწევას ვერ ახერხებენ. მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონების ბროკერის პროფესიამ ქუჩიდან ოფისებში გადაინაცვლოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული სასწავლო კურსი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეგვემუშავებინა. ჩვენი კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურში და იყვნენ პირველი სერტიფიცირებული აგენტები უძრავი ქონების სფეროში“- აღნიშნა MYCLIENT.GE-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, გვანცა გუჯელაშვილმა.
კურსის ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ უძრავი ქონების შეფასების პრინციპები, მარკეტინგის საფუძვლები და სამართლებრივი საკითხები. MYCLIENT.GE აღნიშნულ კურსს სთავაზობს როგორც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, ასევე, დეველოპერული კომპანიების გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს.
სასწავლო კურსი სექტემბრიდან დაიწყება და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის ღირებულება 400 ლარს შეადგენს. წარმატებული კურსდამთავრებულები კი MYCLIENT.GE-სა და მის პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში დასაქმდებიან. კურსის დასრულებისას, სერტიფიკატი ყველა მონაწილეს გადაეცემა.
სასწავლო კურსზე მიღება დღეიდან დაიწყო. მსურველებს შეგიძლიათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გამოაგზავნოთ თქვენი CV okgroupconsulting@gmail.com. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 555 50 03 75

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები