სამართალდამცველებმა დაკარგული ძმები – ნიკა და ლუკა ცანავები იპოვეს

14 წლის ძმები, რომლებსაც სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბათუმის ბულვარში იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. თუმცა, ცანავების მამა ამბობს, რომ ძმები ქობულეთში იპოვეს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
“ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ტყუპები ნაპოვნი არიან, კარგად არიან და სახლისკენ მოჰყავთ უკვე”, – წერს ბაკურ ცანავა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, 14 წლის ტყუპები სამართალდამცველებმა, გუშინ ბათუმის ბულვარში იპოვეს. უწყების ინფორმაციით, დაკარგული ძმებს 13 ივლისიდან ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები