იანოშ ჰერმანი: კონფერენცია საშუალებას გვაძლევს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მომავალი განვიხილოთ

”ეს კონფერენცია საშუალებას გვაძლევს, შევხედოთ იმას თუ რა გავაკეთეთ, ჩვენს ურთიერთობებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის და განვიხილოთ ამ ურთიერთობების მომავალი“, – ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა”.

როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან დახმარება, ყოველ წელს, დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს .

”ეს კონფერენცია საშუალებას გვაძლევს, შევხედოთ იმას, თუ რა გავაკეთეთ, ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და განვიხილოთ ამ ურთიერთობების მომავალი. ჩემი გამოსვლა ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან დახმარების გაწევას. მე აღვნიშნე, რომ ევროკავშირის მხრიდან დახმარება დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს ყოველ წელს. ეს გრანტის სახით. ასევე, არის ბევრი საბანკო სესხი. ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ყველაზე დიდ დახმარებას იღებს, სადღაც 100 ლარი გამოდის ერთ სულ მოსახლეზე. ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი ყურადღება არსებობს. ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობას და დახმარების ამ დონეს შევინარჩუნებთ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საქართველოსთვისაც”, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა.

”რაც შეეხება საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, წლების წინ, როდესაც აქ ჩამოვედი, მსგავსი სიტუაცია იყო. ე.წ. ბორდერიზაცია ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ამას მოჰყვება პრაქტიკული შედეგები – იზღუდება გადაადგილების თავისუფლება. ეს საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას”,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები