სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მეხუთე ფორუმი

14-15 ივლისს საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი გაიმართება.
„ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში“ – ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
როგორც „კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფორუმის მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და დიდი ბრიტანეთიდან განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დეზინფორმაციის გამოყენება ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიზნებისთვის.
ახალგაზრდა პოლიტიკოსები ერთმანეთს გაუზიარებენ ამ გამოწვევებთან ბრძოლის გამოცდილებას და სტრატეგიებს. ასევე განიხილავენ ციფრული საშუალებების როლს ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლაში და იმსჯელებენ იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, უკრაინის და ევროკავშირის მხრიდან ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
ფორუმი 14 ივლისს 09:00-ზე დაიწყება. ღონისძიებას ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორილევან ცუცქირიძე და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმითი გახსნიან. ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვლენ ანელი ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი ანელი კიმბერი და ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აიმერტ ვან მიდელკოოპი.
სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი არის პოლიტიკური დებატების მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონის მომავალი გადაწყვეტილების მიმღებთათვის. მისი მიზანი არის პოლიტიკოსთა შესაძლებლობების გაზრდა დემოკრატიის განვითარებისთვის, ასევე დიალოგის ხელშეწყობა და გაოცდილების გაზიარებაა.
ფორუმის ორგანიზატორი ნიმდ-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისია. ღონისძიება ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდის მხარაჭერით. ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი თბილისში უკვე მეხუთედ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები