,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდ ნაწილი დაასრულა. კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355-მმ-იანი და 160-მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი. ექსპლუატაციაში გასაშვებად, განახლებულ წყალსადენს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა და 12 ივლისიდან ექსპლუატაციაში შევიდა. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. ამ ეტაპზე, პეკინის გამზირზე, წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება და საექსპლუატაციო ჭის მოწყობა მიმდინარეობს.
ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალ ეტაპზე, 1000-მმ-იანი და 900-მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355-მმ-იანი და 160-მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები სრულად შეიცვლება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის, “RRT Ingenieurburo Weidt”-ის ექსპერტებთან ერთად აწარმოებს. რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს: საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, I კორპუსის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. კრწანისის რაიონში – იეთიმ გურჯის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება. ნაძალადევის რაიონში – კაჭრეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალარინების ქსელის 590 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. კრწანისის რაიონში – გორგასლის მე-2 და მე-3 შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. საბურთალოს რაიონში – ასათიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – წყალსადენის ქსელის 350 მეტრი და წყალარინების ქსელის 210 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება. გლდანის რაიონში – ავჭალა 1-ის სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 7,5 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ნაძალადევის რაიონში – გვაზაურის ქუჩის პირველ გასასვლელთან, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები – წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ნაძალადევის რაიონში – ზვარეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. მთაწმინდის რაიონში – დაბა კიკეთში, 26 მაისის ქუჩის I, II და III ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალსადენის ქსელის 780 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
2017 წლის მანძილზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები