ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა ცალმხრივი გახდება

ანტონ კათალიკოსის ქუჩა, კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება. სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოსვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ.
17 ივლისის საღამოს, ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები