20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას სთხოვენ

20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას სთხოვენ.
ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონსენსუსის მიღწევას სთავაზობენ.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები ყველა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მთავარ აქცენტს საარჩევნო სისტემაზე აკეთებენ.
ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითხოვს, როგორც ეს კონსტიტუციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო წარმოდგენილი.
ხელისუფლება დიალოგისათვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ საარჩევნო საკითხები, დიდი ალბათობით, არ გადაიხედება.
„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, დიალოგის ფორმატის დეტალების შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი კონსულტაციებს გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები