თბილისის ბაგა-ბაღებში 8 ათასამდე ბავშვი უკვე დარეგისტრირდა

0

ამ დროისათვის, თბილისის ბაგა-ბაღებში 8 ათასამდე ბავშვია დარეგისტრირებული. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მშობელთა ნაწილმა შვილების დარეგისტრირება ვერ შეძლო,ზოგიერთს კი შვილის არასასურველ ბაღში დარეგისტრირებამ მოუწია.
ახალი სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 13:00 საათზე დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, წელს თბილისს ახალი ბაღები შეემატება,  იმატებს ჯგუფების რაოდენობაც.
სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, სექტემბერში ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვების საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს და მათი სხვადასხვა ბაღებში გადანაწილება მოხდება.
ახალი სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის პროცესი სააგენტოს ვებგვერდ kids.org.ge ზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი