სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ახმეტაში ფერემერებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და სხვადასხვა დაავადებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია, ლაბორატორიის სერვისების მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია.
შეხვედრაზე, რომელიც ახმეტაში გაიმართა, სოფლის მეურნეობაში ჩართული პირებისგან ლაბორატორიული სერვისის სფეროში არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება გახდა შესაძლებელი.
მსგავსი შეხვედრები ორი წლის განმავლობაში ტარდება და  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
დამსწრე პირებს შესაძლებლობა ექმნებათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
ასევე, რიგდება ვეტერინარული დაავადებების შესახებ შექმნილი საცნობარო ბროშურები, რომელიც ეხმარება ფერმერებს დაავადებებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები