საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია წელსაც ამოქმედდა

შავი ზღვის სანაპიროზე, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია წელსაც ამოქმედდა.
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სასწრაფო დახმარების ცენტრი და მოძრავი ამბულატორია მოინახულა.
მისი თქმით, მედიკოსთა ერთი ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი მის ჰოსპიტალიზაციასაც უზრუნველყოფს.
მინისტრი ამბობს, რომ მსურველებს შეეძლებათ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგიც ჩაიტარონ.
„ჩვენი თხოვნა იქნება, ყველამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ჩაიტაროს სკრინინგი. უკვე მეორე წელია, რაც ეს აქტივობა ხორციელდება და ამ ცენტრმა რამდენიმე ათეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეინარჩუნა. გადაუდებელი დახმარების მხრივ, არავის არ განვასხვავებთ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ტურისტი, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ყველას აღმოვუჩენთ, რაც შეეხება სკრინინგს და C ჰეპატიტზე მკურნალობას, ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები