მამუკა მდინარაძე: ერთ-ერთი წითელი ხაზი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა და ეს საკითხი არ გადაიხედება

„მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, ბოლო სიტყვა გუნდის პოლიტიკურ ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ეკუთვნით.
“ფორმატის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში გაცნობებთ. შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, ფორმატი უახლოეს დღეებში გეცოდინებათ. ოპოზიციისა და ექსპერტების მოსაზრებების 70-80 პროცენტი გავითვალისწინეთ. კონსენსუსის მიღწევის საქმეში ნაბიჯები გადავდგით, ახლა ჯერი მათზეა, იქნებ, დიალოგის ფორმატში გავიგოთ პასუხი მთავარ კითხვაზე – რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. ჩვენ შეხვედრაზე გარკვეული პოზიციებით მივალთ და მათ წინადადებებს დაველოდებით – პოზიციებს რა შემთხვევაში დათმობენ და რა კომპრომისზე არიან წამსვლელები. გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი წითელი ხაზი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა და ეს საკითხი არ გადაიხედება. ამ საკითხზე გუნდის შიგნით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს თემა არ გადაიხედება”, – აღნიშნა მდინარაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა ოპოზიცია ცვლილებების კორექტირებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები