ემზარ კვიციანი : რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ჩემი სახელმწიფოს ვალი აქვს

“ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაუმტკიცოს რუსებს, რომ რუსეთმა დაიწყო 2008-ში ომი, თავისი აგენტი სააკაშვილის ხელით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.
კვიციანი თვლის, რომ რუსეთთან დამალვის პოლიტიკა საქრთველოსთვის ზიანის მომტანი იქნება. კვიციანი ტერიტორიების დაბრუნების უალტერნატივო გზად ინტენსიურ მოლაპარაკებებს თვლის.
„უნდა შევხვდეთ რუსეთს, ველაპარაკოთ და დავუმტკიცოთ, რომ რაც ჩვენია – ჩვენია. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ჩემი ქვეყნის ვალი აქვს, ამიტომ თუ დავიმალებით და ვალს არ მოვთხოვთ არავინ დაგვიბრუნებს. საჭიროა მოლაპარაკებები. უნდა მიხვიდე ერთხელ,ორჯერ სამჯერ და თუ არაფერი გამოვა, მერე სხვა მეთოდებს მივმართოთ, ამისთვის არსებობს პარტიზანული ომი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები