ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა“ ესწრება, კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა, მისი ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო.
საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესსა და კონსტიტუციური ცვლილებების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტს.
მხარეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურების, საარჩევნო სისტემის ცვლილების,საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტების, ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული და სხვა აქტუალური საკითხების ასახვის შესახებ.
თავის მხრივ, ექსპერტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა ფართოდ გაიცნოს საერთაშორისო საზოგადოებამ, რათა მათ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ისტორიული ცვლილებების შესახებ უფრო ადეკვატური წარმოდგენა შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები