კახი კალაძის პასუხი “კურიერს” – „რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ რეალურად აქ ვარ” (ვიდეო)

„რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ რეალურად აქ ვარ – „მზიურში“, – ასე უპასუხა თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქის ის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შესახვედრად რესტორან „ბარაკონში“ აპირებდა მისვლას.
ვიდეორგოლი, რომელშიც კახი კალაძე ჩანს,  სოციალურ ქსელში მისმა პრესმდივანმა გაავრცელა.  ირაკლი გაფრინდაშვილი დღეს „ახალი მზიურის“ ტერიტორიაზე დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა, სადაც კალაძეც იმყოფებოდა. წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოში მერობის კანდიდატი გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და  „კურიერში“ გასულ სიუჟეტს ხუმრობით პასუხობს.
„რუსთავი 2“ ფიქრობს, რომ სხვაგან ვარ, მაგრამ რეალურად აქ ვარ – „მზიურში“. ძალიან მიკვირს, რატომ არ არის აქ „რუსთავი 2“. აქ ვხედავ სხვადასხვა საჯარო მოხელეებს და მგონი ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა“, – ამბობს კალაძე.
მოგვიანებით, ირაკლი გაფრინდაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსიც გამოაქვეყნა: „31 წლის გავხდი, უბედნიერესი დაბადების დღე მქონდა! „ცოდნის კაფისთვის“ გავერთიანდით. მადლობა მეგობრებო, კალა ვიცი ბევრს უნდა, 2 იყოს, მაგრამ ერთია და დღეს ჩემი სტუმარი იყო! მადლობა ყველას ყველაფრისთვის!
შეგახსენებთ, რომ “კურიერმა” დღეს სიუჟეტი მოამზადა, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში მდებარე რესტორან “ბარაკონში” “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. მათივე ინფორმაციით, კალაძე შეხვედრაზე არ მივიდა, რადგან მმართველ პარტიაში გაარკვიეს, რომ “კურიერი” ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.“რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რესტორანში წვეულება ადმინისტრაციული რესურსით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები