თენგიზ შარმანაშვილი: მგონი, ოპოზიციური ალიანსი, „ლელო“ და გახარია ახლაც ერთად არიან, რადგან ერთი პატრონი ჰყავთ

“მგონი, ოპოზიციური ალიანსი, „ლელო“ და გახარია ახლაც ერთად არიან, რადგან ერთი პატრონი ჰყავთ. ეს არ არის სხვადასხვა შტო, რომელსაც უცხოეთში ერთი პატრონი ჰყავს და მეორეს – მეორე”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციაში როლებია გადანაწილებული, ვის რა ნაბიჯი გადაადგმევინონ, ვინ უნდა უარყონ, ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან და ერთი პატრონი ჰყავთ.

„ეს მათი შიდა გადაადგილებებია, ვის რა როლს მიანიჭებენ თავის აგენტურაში, საინტერესო არ არის. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს ადამიანები ერთი თამაშის მონაწილეები არიან და შეკვეთა ერთი პატრონისგან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ პატრონი ეუბნება, ხანდახან შეიკრიბეთ და რაღაც საქმე გააკეთეთო, ერთმანეთის იმდენად დიდი აუტანლობა აქვთ, რომ ამ დავალებასაც ბოლომდე ვერ ასრულებენ, რადგან ყველას თავისი ქვეცნობიერი შიდა გრძნობა აქვს ზიზღის. ისინი ერთმანეთს ჭამენ. ამას ჩემი კომენტარი არ სჭირდება. უბრალოდ, უნდა დასხდეთ და უსმინოთ. მათი მოსმენისას დასკვნის გამოტანა არ გაგიჭირდებათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები