დავით მაღრაძე: გიორგი კვირიკაშვილმა დაგვანახა, რომ იგი ქართული კულტურის ერთგულია

„ვფიქრობ, როდესაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი აცხადებენ, რომ მათ სხვადასხვა ქვეყნის კულტურები, ტრადიციები არ აინტერესებთ და ვინც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონს არ მიიღებს, იგი ველურია, ამ განცხადებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებამ, სადაც წერია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ქორწინება არის, ეს გმირობაა”, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „საერთო გაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა და საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დავით მაღარძის განცხადებით, ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით ქართული კულტურის, ისტორიის და პრინციპების ერთგულია.

„ეს თანხვედრაშია საქართველოს მოსახლეობის ფიქრთან, განცდასთან და გულისთქმასთან. საქართველოს ხელისუფლებამ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით დაგვანახა, რომ იგი ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების ხსოვნის, „ვეფხისტყაოსანის”, „დავითიანის”, „შუშანიკის წამების”, სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ილიას იდეალებისა და პრინციპების ერთგულია. ეს ტენდენცია, რაც ახლა არის – ერთნაირსქესიანთა ქორწინების ბუმი, მინდა, მკითხველმა იცოდეს, ნაკარნახევი ტენდენციაა, მერე მოდურად ქცეული, რომელსაც მასმედია ექვემდებარება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის. ქართული სახელმწიფო პირნათელი დარჩება დროისა და სივრცის წინაშე”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები