საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელია. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 15 ივლისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ზოგან ელ-ჭექი და ძლიერი სეტყვა. არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი ზღვის პირა კურორტებზეც.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას ჰაერი 27 -და 32 გრადუსამდე გათბება. 17-18 ივლისს საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები