ვახტანგ კახიძე: შენობის აშენების შემდეგ ფასადის სერიოზული რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა

ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ვახტან კახიძე გუშინ შენობის ფასადიდან ნანგრევების ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მან განმარტა, აშენების შემდეგ, ფასადის სერიოზული რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა, ახლა კი სიპს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია შესაკეთებლად.
„შენობა არის ოთხმოციან წლებში აშენებული და ფასადის ნაწილს რაც შეეხება, ფასადის ნაწილზე შემდეგ სერიოზული რეკონსტრუქცია, ან რამე სამუშაოები არ ჩატარებულა. ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა ჩვენ უზუპრუქტით. ჩვენ ვართ სიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სიპს აქვს გარკვეული შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები. ახლა ალბათ, შედგება საგამოძიებო კომისია ან ექსპერტიზა, რომელიც შეაფასებს ამ სიმძიმეს შენობის მდგომარეობის“, – განაცხადა ვახტან კახიძემ.
გუშინ, დაახლოებით, 20:45 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე N 123/125 – ში ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობიდან ნანგრევები ჩამოიშალა და შემთხვევით, 20 წლის გოგონას დაეცა. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადამ ახალგაზრდა გოგონა ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში მოათავსა, გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები