გიორგი ვოლსკი: “პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტი არის შანსის მიცემა რუსეთისთვის, რომელსაც ცრემლების ნამდვილად არ სჯერა

“რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მზაობა არსებობს, თუმცა ამის წინაპირობას ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი ვოლსკიმ რუსეთთან შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა არ არსებობს.
„ჩვენ ადრეც ბევრჯერ გვითქვამს – მზაობა იმისა, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ, სხვადასხვა საკითხებზე, არსებობს. რეალურად, ამის წინაპირობას, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობას, მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორი საელჩო უკვე არსებობს, ამასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედება რუსეთისთვის შანსის მიცემაა, რომ თავი კონსტრუქციულად წარმოაჩინოს.
„არსებობს პარლამენტართა გარკვეული ურთიერთობები, მაგრამ პოლიტიკური დაძაბულობისა და რუსეთის აგრესიული ინტერესების ხარისხი საშუალებას არ იძლევა, რომ ეს სამთავრობო, სახელისუფლებო დონეზე განვითარდეს. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, ეს არის შანსის მიცემა რუსეთისათვის, რომელსაც ცრემლების ნამდვილად არ სჯერა, როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, რომ წარმოადგინოს თავი კონსტუქციულად და რეალურად, კონსტრუქციულობის არანაირი წინაპირობა არ შექმნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები