ილია ელოშვილი – საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები გაუარესდა

ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ხელშეკრულების დოკუმენტი ორივე მხარის თანხმობისა და სურვილის შედეგად გასაჯაროვდება.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „გაზპრომთან“ კონტრაქტი დასრულდა.
მისივე თქმით, მცდარია ის, რომ პირობები გაუარესდა.
„გაზპრომთან“ ჩვენი კონტრაქტი დასრულდა, როდესაც კონტრაქტი სრულდება, მხარეები იწყებენ მოლაპარაკებას.  მცდარია ის, ესაა შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, რომ პირობები გაუარესდა.
პირობები უარესდება არსებულ კონტრაქტში. როცა კონტრაქტი მთავრდება, იწყება ახალი მოლაპარაკებები, ახალი მოლაპარაკებების დროს, ორივე მხარე ცდილობს, თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ წავალ, რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის. ვთქვი, რომ ეს არის ცივილური სამყარო, დღესდღეობით, გადასულია იმ ფორმებზე, როგორც ეს კონტრაქტი. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ, ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე, დათანხმებოდნენ იმ პირობებზე, რომელიც გვეგონა, რომ მომგებიანი იყო ჩვენთვის“, – აღნიშნა ელოშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო შეეცდება დაარწმუნოს პარტნიორები, რომ ნავთობისა და გაზის ნაკადებმა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს.
ამასთანავე, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ საჭირო გახდება, მზადაა უპასუხოს შეკითხვებს.
„ვაპირებ, რომ ვიყო საკმაოდ გახსნილი მინისტრი საზოგადოებისთვის, მთავრობისთვის, პარლამენტისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის“, – აღნიშნა ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები