ზურაბ ტყემალაძე: ჩვენი სურვილია, არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარვდგეთ
“არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კონსულტაციების პროცესში ვართ”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველების“ ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძე საკუთარი გუნდის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გეგმავს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხი მოლაპარაკების პროცესშია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღოთ, თუმცა ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საბოლოოდ, აგვისტოს ბოლომდე შეჯერდება პოზიციები“, – განაცხადა ტყემალაძემ.