ზურაბ ტყემალაძე: ოკუპაციის შესახებ კანონი არ უნდა გაუქმდეს

“ოკუპაციის შესახებ კანონში მთელი რიგი შეცდომებია დაფიქსირებული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველების“ ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძემ აქცენტი „პატრიოტთა ალიანისის“ მოსკოვში ვიზიტზე გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ უნდა გაუქმდეს.
„ აუცულებლად უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, თუმცა ვთვლი, რომ რაღაც ცვლილებები უნდა შევიდეს. მე „პატრიოტთა ალიანისის“ იმ იდეას, რაც მოსკოვში გაჟღერდა, არ ვეთანხმები, მაგრამ ამ კანონში მთელი რიგი შეცდომებია დაფიქსირებული“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები