ზურაბ ტყემალაძე: მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი მისაღებია

“ის, რაც წაადგება ქვეყნის ინტერესებს, არ უნდა დაზოგოს არავინ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველების” ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძე თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა მოხერხდეს, თუმცა მისთვის გაუგებარია „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი.
„ნებისმიერი დიალოგი მისაღებია და უნდა ვცადოთ ყველა რესურსი, რის გამოყენებაც შეიძლება. „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რადგან ეს უნდა ხდებოდეს სახელმწიფო დონზე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, მეტად გავააქტიუროთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები. ნებისმიერი დიალოგი მისაღებია“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები