ალექსანდრე ჯეჯელავა: რუსეთთან უფრო მაღალი დონის კონტაქტებზე ვერ იქნება საუბარი

ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთთან უფრო მაღალი დონის კონტაქტებზე საუბარი ვერ იქნება.
„ჩვენ გვაქვს არსებული ფორმატები – ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი, აბაშიძე-კარასინის ფორმატი და პოლიტიკური ვითარების ოკუპაციის გათვალისწინებით, სხვა უფრო მაღალი დონის კონტაქტებზე ვერ იქნება საუბარი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები