ვაჟა-ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე ხვალ მსვლელობით აღინიშნება

ვაჟა-ფშაველას ფონდის და კულტურის პალატის ინიციატივით, ხვალ სამი გამოჩენილი ქართველის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიებას სპონსორობას კომპანია „ფრეგო“ უწევს.ღონისძიება სახელწოდებით – „მინდვრის ყვავილები დიდი ქართველებისთვის“ იქნება სადღესასწაულო მსვლელობა, სადაც სურვილის მიხედვით, ჩართვის საშუალება ყველას ექნება. ორგანიზატორების სურვილია, მსვლელობა ტრადიციად იქცეს.
„ეს სამი ადამიანი არის სიმბოლოები ჩვენი ეროვნულობის და მათი დაცვა არის ყველას პრიორიტეტია. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ ეს დღე ტრადიციად ვაქციოთ. მსვლელობის დროს, ყველას ექნება საშუალება, შემოგვიერთდეს. ჩვენთან ერთად იქნებიან სტუდენტებიც. შარშან ეს დღე – 4 ივლისი გამოვაცხადეთ, როგორც ვაჟას დღე მედიაში, რადგან ვაჟა არის თქვენი მედიის წრმომადგენლების წინაპარი, ის ასპარეზზე გამოჩნდა, როგორც კორესპონდენტი. მე კიდევ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ ხვალინდელი დღე დავტვირთოთ ვაჟას განწყობით და ვაჟას ფრაზებით“, -განაცხადა ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა.
მთაწმინდის პანთეონში ხვალვე გაიმართება ლიტერატურული კომპოზიცია, რომელშიც გაცოცხლდებიან ვაჟა-ფშაველას და ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები, ასევე, გაიხსენებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გმირობის ფრაგმენტებს. ხვალვე გაიმართება ფონდის – „ახალგაზრდობა ჩვენი მომავალი“ პრეზენტაცია.
საქართველოს „კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა ხვალინდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კომპანია „ფრეგოსთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ პროექტს „გაუფრთხილდი ისტორიას“, რის მეშვეობითაც ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა უკვე. ამ ეტაპზე, შემოგვიერთდა ვაჟა-ფშაველას ფონდიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“, რადგან სისტემატიურად აშუქებს იმ მოვლენებს, რასაც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ჰქვია“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები