გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არის და იქნება სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და მზად ვართ, შევასრულოთ ამ სტრატეგიის ამოცანების შესაბამისი როლი რეგიონში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.„აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც და 1999 წლიდან შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.
საქართველო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ.
ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით, საქართველომ წარმატებით დაასრულა მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში და ამჟამად მონაწილეობს ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ცენტრალური აფრიკის და მალის რესპუბლიკებში.
სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო არის და იქნება სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის.
ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს, რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, როგორც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. იცით, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამ მხრივ დიდი დატვირთვა აქვს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩართულობის პროგრამებსა თუ სხვა სახის მხარდაჭერას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები