ილია მეორე: წმინდა მოციქულნი პეტრე და პავლე არიან განსაკუთრებული ღვაწლის მქონენი

“წმინდა მოციქულნი პეტრე და პავლე არიან განსაკუთრებული ღვაწლის მქონენი”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა.
უწმინდესმა მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა.
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – პეტრე-პავლობას. წინდა მოციქულები პეტრე და პავლე, რომელნიც არიან ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, იყვნენ შემწენი ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი ერისა, მხედრობისა, მთავრობისა. კეთილისმყოფელნი, წმინდა მოციქულნი პეტრე და პავლე არიან განსაკუთრებული ღვაწლის მქონენი. ორივე მოწამეობრივად აღესრულა, თქვენ იცით. იმათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, – დალოცა მრევლი პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები