სოფო ხორგუანი: ის, რაც ხდება, ცხინვალის რეგიონში, პირველი პრეზიდენტის დროს დაიწყო

“ჩვენს ქვეყანას აქვს მცდელობა, დავადასტუროთ სასამართლოთი, რომ განხორციელდა ეთნიკური წმენდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი თვლის, რომ კონფლიქტი პირველი პრეზიდენტის დროს დაიწყო და აგვისტოს ომის შემდეგ კულმინაციას მიაღწია. ხორგუანის ინფორმაციით, რუსეთი ღია აგრესიას აწარმოებს.
„ის, რაც ხდება ცხინვალის რეგიონში, პირველი პრეზიდენტის დროს დაიწყო, ეს არ მომხდარა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ჩვენს ქვეყანას აქვს მცდელობა, დავადასტუროთ სასამართლოთი, რომ განხორციელდა ეთნიკური წმენდა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით იმას, რომ დავთმობთ ტერიტორიულ მთლიანობას. ხელისუფლება დიპლომატიურ სფეროში არის საკმაოდ აქტიური, უბრალოდ, ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს რეზოლუციები, განცხადებები, რომელიც შეიძლება გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენ, რა მექანიზმებიც არსებობს ,ყველაფერს ვიყენებთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხვალ აქ „ნატოს“ ჯარი ჩადგება, ამის ილუზია არ უნდა შევქმნათ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები