რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილს “დესტაბილიზაციის სიმბოლოს” უწოდებს
დეპუტატი რატი იონათამიშვილი “რუსთავის 2”-ის ეთერში გუშინ გასულ გადაცემა “არჩევანს“ ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.
“გუშინდელ ეთერს პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ “გავიხსენოთ სააკაშვილი“.
კაცი, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე შეულახა ავტორიტეტი და გახდა დესტაბილიზაციის, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის, მედიაზე ტერორის და კერძო საკუთრების ღამ-ღამობით ჩუქების სიმბოლო, გუშინ მაღალ ღირებულებებზე გვესაუბრებოდა.
მისგან განსხვავებით, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს და საკუთარ ხალხს ღირსეულად წარმოადგენს და მთელ მსოფლიოში პატივისცემით სარგებლობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.