გიორგი კვირიკაშვილი: მიხეილ ჯანელიძის ვიცე-პრემიერად დანიშვნა საქართველოსთვის საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ხაზს გაუსვამს საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში.
როგორო პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მიხეილ ჯანელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
„მიხეილ ჯანელიძემ ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა. ვფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე, მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას, იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე, რომ ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები