მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
ჯანელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კალაძეს ჩაანაცვლებს.
კახი კალაძე “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები