პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილი წარადგინა.
„იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი. ასე რომ, მინისტრობის გამოცდილებაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “ქართულმა ოცნებამ” დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარადგინა. ილია ელოშვილი ამ დრომდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები