გუდაუთის რაიონში ტურისტებზე თავდასხმა განხორციელდა – მოკლულია მოზარდი

სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუდაუთის რაიონში ბავშვები აიყვანეს მძევლად, სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული „აპსნი ლაიფის“ წყარო ადასტურებს.
აჩანდარას მოსახვევში ყაჩაღები ტურისტებს დაესხნენ თავს და მძევლებად ბავშვები აიყვანეს. ერთ-ერთმა მოზარდმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა და შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
დეტალებს არკვევენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები