კანადაში მასშტაბურმა ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა

კანადის ცენტრალურ ნაწილში, მძვინვარე მასშტაბურმა ხანძარმა ორი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა,- ამის შესახებ theguardian-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, ხანძრის გავრცელებას, სამხრეთის მხრიდან ძლიერი ქარი უწყობდა ხელს.

მანიტობას პრემიერ-მინისტრმა, ვაბ კინიუმ მწუხარება გამოთქვა ხანძრის შედეგად ორი მანიტობანელის ტრაგიკული დაღუპვის გამო. ხანძრის გამო თემიდან 1 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ხელისუფლების ცნობით, საერთო ჯამში, ამჟამად კანადაში 92 აქტიური ხანძარია, მათ შორის ბრიტანეთის კოლუმბიაში, ალბერტაში, სასკაჩევანში, მანიტობასა და ონტარიოში, ხოლო მანიტობაში ხანძრის 24 აქტიური კერაა, რომელთაგან 5 უკონტროლოა.

ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცენტრალურ და დასავლეთ კანადაში ხანძრების სეზონი გვალვის გამო, შესაძლოა, ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიური იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები