ადიდებულმა მდინარემ შატილის მიმდებარედ საავტომობილო გზა დააზიანა – სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ადიდებულმა მდინარემ შატილის მიმდებარედ საავტომობილო გზა დააზიანა. სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
როგორც „კვირას“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ბექა ღარიბაშვილმა განუცხადა, შექმნილი ვითარება მწვავეა. მისი თქმით, ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს აწარმოებს.
„გზის ადგილზე მდინარე მოედინება, ვითარება საკმაოდ დიდი სირთულისაა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სამუშაოებს აწარმოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია. ვიმედოვნებთ რომ ვითარება მალე გამოსწორდება“, -განაცხადა ბექა ღარიბაშვილმა.
მწყობრიდან გამოსულია შატილის ჰესი, რის გამოც შატილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები