გიორგი ბაჯელიძე: მინისტრი, როგორც წესი, არ არის ვალდებული, იცოდეს, როგორც შესყიდვები, ისე ფინანსები და ჩახედული იყოს ყველა საკითხში (ვიდეო)

“მინისტრი, როგორც წესი, არ არის ვალდებული, იცოდეს, როგორც შესყიდვები, ისე ფინანსები და ჩახედული იყოს, მას ჰყავს ამისთვის მოადგილე, რომელიც კურირებს ამას”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელმა, გიორგი ბაჯელიძემ განაცხადა. სადაც მან პასუხი გასცა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახი კახიშვილის, განცხადებებს ორგანიზაციის მხრიდან ცრუ ბრალდებების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზაცია მიესალმება ბატონი კახის დაინტერესებას და გამოხმაურებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბაჯელიძე მზად ყოფნას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ მინისტრთან ერთად განიხილონ ის ხელშეკრულებები, რომლებიც მიანიშნებს კორუფციის მაღალი რისკს. „ჩვენ მივესალმებით ბატონი კახის დაინტერესებას, რომ გამოგვეხმაურა. მისი მხრიდან ჩვენ დავინახეთ ეს დაინტერესება და დილას მას ამისთვის მადლობა გადავუხადე. გუშინდელი ჩანაწერი კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ნახოთ, პირადად ჩემთვის, წარმოუდგენელია ბატონი კახის პიროვნებიდან გამომდინარე, პირადულად ჩართული იყოს აი იმ სქემებში და შესყიდვებში, რომელიც არცთუ ისე ძნელი გასაგებია საზოგადოებისთვის, მაგრამ მინისტრი, როგორც წესი, არ არის ვალდებული, იცოდეს, როგორც შესყიდვები, ისე ფინანსები და ჩახედული იყოს, მას ჰყავს ამისთვის მოადგილე, რომელიც კურირებს ამას, ჰყავს შესყიდვების დეპარტამენტი თუ განყოფილება და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ბატონ კახიშვილს: ბატონო კახი, ჩვენ მზად ვართ, თუ თქვენი სურვილიც იქნება „გავშალოთ კარტი“, გადავაწყოთ ყველა დოკუმენტი, დავდოთ მაგიდაზე. პირადად თქვენთან ერთად, გავივლით ჩვენ ამ დოკუმენტებს და მიგანიშნებთ იმ კორუფციის მაღალი რისკის ხელშეკრულებებზე, რომელიც ჩვენ დავინახეთ“, – განაცხადა გიორგი ბაჯელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები