ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ “ინტერფაქსზე” დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც “ინტერფაქსს” წყარომ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა სოხუმში მოხდა და ბიბილოვი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მეგრული ვიზიტი წარმატებით დასრულდა და ბიბილოვი საავადმყოფოში არ არის გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ავარიის დროს ბიბილოვის დაცვის ორი წევრი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები