სასამართლო ბრალდებულ მიხეილ თათარიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის ბრალდებულის, მიხეილ თათარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„2017 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდების საქმეზე ბრალდებული მიხეილ თ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის მასალების თანახმად, მიხეილ თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, 0, 144 გრამის ოდენობით, რომელიც 2017 წლის 15 მარტს, სამართალდამცველებმა ხაშურის რაიონის დაბა სურამში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები