ოკუპირებულ აფხაზეთში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ტამიშში მგელი სამ ადამიანს თავს დაესხა. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ექიმების განცხადებით, სამივეს, ცხოველის კბენის შედეგად, ტანის სხვადასხვა ნაწილში მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული, მათ შორის სახის და თავის არეში. ერთ-ერთი დაშავებული ქალია.
თვითმხილველები იუწყებიან, რომ მგელი ტამიშის მკვიდრის სახლში შეძვრა და იქ ქალი დაკბინა, შემდეგ კი მეზობლის სახლში დაზიანებები ორ კაცს მიაყენა.