სოზარ სუბარი: ოსეთის ოკუპაციის დასამთავრებლად, მნიშვნელოვანია არა მეტრებზე, არამედ მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე საუბარი

„ოკუპაციის დასასრულებლად, ორი გზა არსებობს: პირველი – საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გახდება დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი და მეორე – გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი და თვითმფრინავი, ვიდრე რუსეთს აქვს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოკუპაცია უნდა დასრულდეს. საუბარია არა მეტრებზე, არამედ მთლიანად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე.
„პირველი – საქართველო გახდეს ძლიერი ეკონომიკურად, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გახდება დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. მეორე გზა – ეს არის, გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი და თვითმფრინავი ვიდრე რუსეთს აქვს და ძალით დავიბრუნოთ. ეს ვერ მოხდება ვიცით, ამიტომ, როდესაც საუბარია საზღვრის გადმოწევაზე, ვთქვათ 200-700 მეტრით, თუ ათი ჰექტარით თუ 15 ჰექტარით, ეს გადმოწეულია რამდენიმე ათეული კილომეტრით 2008 წლის შემდეგ. ოკუპაცია უნდა დავასრულოთ. ვლაპარაკობთ არა მეტრებზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, რომლის საზღვრები მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა 2008 წლის ომის წინ, ვლაპარაკობთ მთლიანად აფხაზეთზე, თავისი კოდორის ხეობიანად, რომელიც ასევე 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ჩააბარა, რომელიც მანამდე იქაურმა მცხოვრებლებმა შეინარჩუნეს. ეს უნდა დამთავრდეს და ყოველი ბანერის დადგმით რაიმე ახალი, თვისობრივად, არ იცვლება“,- აღნიშნა მინისტრმა.
სოზარ სუბარის თქმით, მთავარი მიზანი ქვეყნის განმტკიცებაა. მისივე განცხადებით, ოკუპირებულია დღეს მთლიანად ყირიმი და დიდი ყურადღება იმას ექცევა, თუ რა პოლიტიკა გატარდება მთლიანად მსოფლიოში, რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად.
,,საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებულია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა გამოვა და ატომურ ღილაკს დააჭერს ხელს და რაკეტას გაუშვებს რუსეთისკენ, ეს არ მოხდება. თუ შეგვიძლია იარაღით დავახევინოთ – დავახევინოთ, თუ არა და, ჩვენი გზა არის ქვეყნის განმტკიცება. რუსეთს ოკუპირებული აქვს ორი უმთავრესი რეგიონი. ჩავალთ და უკან დავახევინებთ?! ოკუპირებულია დღეს მთლიანად ყირიმი და საერთაშორისო მედია და მთელი მსოფლიო ამას აქცევს ყურადღებას, მაგრამ ყირიმის დაბრუნების გზა უკრაინაზე გადის. არა იმაზე, იქ რომელიმე მინისტრი ჩავა თუ არა, არამედ იმაზე რა პოლიტიკა გატარდება მთლიანად მსოფლიოში, რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები