მეწყერის გამო „ტრანსკამი“ დაკეტილია

მეწყერის ჩამოწოლის გამო, რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზა, ე.წ. ტრანსკამი დაკეტილია. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.

„სოფელ ბურონსა და როკის გვირაბს შორის, „ტრანსკამის“ 71-ე კილომეტრზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა ჩაკეტილია“, – აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში.

ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოებია დაწყებული, მაგრამ მათ ძლიერი წვიმა  პროცესს ართულებს.
ცნობისთვის, „ტრანსკამი“ ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები