რუსეთის საგარეო უწყება – “სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”

„საქართველოს ტერიტორიის შიგნით ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადმოწევის შესახებ თბილისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ეს არის მორიგი საინფორმაციო პროვოკაცია კარასინი-აბაშიძის შეხვედრის წინ. სამწუხაროდ, ხშირია ფაქტები, როდესაც პრაღის შეხვედრის წინ საინფორმაციო პროვოკაციებს აქვთ ადგილი. ასეთი დეზინფორმაციები საკმაოდ განსხვავებული შინაარსისაა. ამჯერად საქართველოს ტერიტორიის შიგნით სასაზღვრო ბანერების გადაწევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სერგეი ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე იქნება განხილული და „ამ პრეტენზიების აბსურდულობა დადგინდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები