ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ახალგორის მოსახლეობას ემუქრება

ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა თბილისში ხშირი მგზავრობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
დე ფაქტო ადგილობრივი მთავრობა ახალგორელებს მოუწოდებს, გააკეთონ არჩევანი საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გამოცემის კორესპონდენტი მურატ გუკემუხოვი წერს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ახალგორში ახალ ხელმძღვანელად ფილიპ ხაჩიროვის წარდგენის დროს, მოსახლეობას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ესაუბრა.
მისი განცხადებით, ახალგორელებს, რომლებიც წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ და ოკუპირებულ რეგიონში მუშაობენ,  დაფიქრება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ: ან მუდმივი საცხოვრებლის სტატუსით, ოკუპირებულ რეგიონში დარეგისტრირდნენ, ან სამუშაო რეგიონის ფარგლებს გარეთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები