ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საოკუპაციო ნაწილებში განგაში გამოცხადდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის საოკუპაციო ნაწილებში დღეს განგაში გამოცხადდა. ბაზაზე სამხედრო მზადყოფნის შემოწმება ჩატარდა. ამის შესახებ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.
„განგაშის გამოცხადების შემდეგ, 2 ათასამდე სამხედრომ და ათასმა ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ ძარცემის პოლიგონზე გადაინაცვლეს. ამის შემდეგ, დასახელებულ რაიონში საცეცხლე, ტაქტიკური და მანქანების მართვის წვრთნები ჩატარდა. სამხედროები მძიმე ტექნიკიდან სროლაშიც ვარჯიშობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები