ნასამ მარსზე ახალი “სახე” აღმოაჩინა
ორბიტულმა სადგურმა Mars Odyssey-მ მარსზე გეოლოგიური რელიეფი აღმოაჩინა, რომელიც ადამიანის სახეს ჰგავს. ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ფოტოჟურნალი იუწყება.
ფოტოს გადასაღებად, ნასამ ახალი ტექნოლოგია – THEMIS-ი გამოიყენა.
მარსზე სახის აქამდე ცნობილი ფოტო 1976 წელს კოსმოსურმა აპარატმა Viking 1-მა გადაიღო. ფოტოს შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „სახე“ ილუზიის შედეგად წარმოიქმნა, რომელიც შუქის და ჩრდილის „თამაშმა“ გამოიწვია.