ბიბილოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი 7-8 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
იგეგმება ბიბილოვის შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაგეგმილია „ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტების ხელმოწერა“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციაში შედიან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი და ე.წ. მთავრობის წევრები.