პროკურორი: დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარი გამოგონილი სქემით მდიდრდებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარი გამოგონილი სქემით მდიდრდებოდა. მისივე თქმით, ამ სქემის დახმარებით, ბრალდებულს კონსულტაციებისთვის განკუთვნილი თანხა უკან უბრუნდებოდა.
„გახსოვთ დაცვა აპელირებდა, რომ დეკანოზი იყო კორუფციასთან მებრძოლი სასულიერო პირი, ამხელდა სასულიერო პირებს და თითქოს ამის გამო მოხდა მისი ჩამოშორება. რეალობა კი სხვა გვაქვს: მას შემდეგ, რაც ის კლინიკის დირექტორად დაინიშნა, თავის მეგობრის შპს-სთან გააფორმა ხელშეკრულება და თითქოს კონსულტაციების სანაცვლოდ, უნდა გადაეხადა რაღაც თანხა. კონსულტაციები არავის გაუწევია და გადახდილი თანხა უკან უბრუნდებოდა ბრალდებულს, ხელფასის სახით. ამ სქემით ის უსაფუძვლო გამდიდრებას ახდენდა და ამით მისი პიროვნული მახასიათებლებიც გამოჩნდა”, -აღნიშნა გუბელაძემ.
პროცესი 7 ივლისს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები