საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო აღშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო, აღშფოთებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შექმნილ ვითარებას მყისიერად გამოეხმაურება.
აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.
“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებას, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და არცერთი ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.