ოჩამჩირის დროებითი დაკავების იზოლატორიდან დაკავებული ზედამხედველთან ერთად გაიქცა
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან დაკავებული ზედამხედველთან ერთად გაიქცა.
სააგენტო “სპუტნიკის” ცნობით, მიმალვაში ზურაბ ბაღათელია და იბრაჰიმ აგრბა იმყოფებიან. ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, ბაღათელიამ საკნის გისოსები გადაჭრა, რაშიც მას იბრაჰიმ აგრბა დაეხმარა. ამის შემდეგ, პატიმარი, რომელსაც 30 დღე ჰქონდა მისჯილი და მეთვალყურე ფანჯარაში გაძვრნენ და დაუდგენელი მიმართულებით მიიმალნენ. მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.