ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რწმუნებათა სიგელები გადასცა

რუსეთის ე.წ. ელჩმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვმა დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს ე.წ. რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ანატოლი ბიბილოვი ე.წ. ელჩს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გაღრმავდება და უფრო ნაყოფიერი გახდება. „თქვენ აქ კარგად გიცნობენ და ახსოვხართ. თქვენც ფლობთ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის შესახებ. მიხარია, რომ იქნებით რუსეთის ფედერაციის ინტერესების გამტარებელი სამხრეთ ოსეთში“ – განაცხადა ბიბილოვმა.თავის მხრივ, მარატ კულახმეტოვმა განაცხადა,
რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მყარ სამართლებრივ ბაზას ეფუძნება და მას ქვეყნები წინ მიჰყავს.
მარატ კულახმეტოვი ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში შერეულ სამშვიდობო ძალებს 2004-2008 წლებში მეთაურობდა. 2011 წლიდან ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.




კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები